logo_geo
eng_logo
გუგა ქაშიბაძე: გვყავდა ასეთი პაციენტიც - ე.წ. ბრჭყვიალა წვიმისგან დამწვარი ბავშვი...
- +

28 დეკემბერი. 2019. 19:08

 

„ცალკე საკითხია, რამდენად ხარისხიანი შუშხუნები შემოდის ჩვენთან. ზოგიერთ მათგანს კი აწერია აფეთქების დრო 10 წამი, მაგრამ ეს 10 წამიც პირობითია. ზუსტად ვერავინ გათვლის ამას“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„გვყავდა ასეთი პაციენტიც - ე.წ. ბრჭყვიალა წვიმისგან დამწვარი ბავშვი. წვიმა კისერზე ჰქონდა დახვეული და სანთლიდან მოეკიდა ცეცხლი. ვიდრე მშობლებმა შეამოძვრეს, შემოადნა. ხელოვნურია და უცებ აალდა. კისერზე ოპერაციის ჩატარებაც მოგვიწია მისთვის.

 

იყო შემთხვევა, როდესაც 10 შუშხუნიდან შვიდი  ამოფრინდა, პატრონმა ჩახედა შიგნით -კიდევ დარჩა თუ არაო და სამი ამ დროს გავარდა.

 

ზოგჯერ მიმართულება ეშლებათ... ისეთ სერიოზულ ხალხს ნახავთ ასაფეთქებლებით დამწვარს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. მაგრამ, ეტყობა, ახალ წელს ყველა ბავშვობაში ბრუნდება.

 

ცალკე საკითხია, რამდენად ხარისხიანი შუშხუნები შემოდის ჩვენთან. ზოგიერთ მათგანს კი აწერია აფეთქების დრო 10 წამი, მაგრამ ეს 10 წამიც პირობითია. ზუსტად ვერავინ გათვლის ამას“, - აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner