„ტრამპი ანტიგლობალისტია. მან ბრძოლა გამოუცხადა გლობალისტებს...“ - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„დიახ, ტრამპი ანტიგლობალისტია. მან ბრძოლა გამოუცხადა გლობალისტებს და მას მოსახლეობაც მხარს უჭერს. მსგავსი სიმწვავის ბრძოლა ამერიკაში არ ახსოვთ. გლობალისტები და დემოკრატიული პარტია ერთ ნავში სხედან. გლობალისტების სახე ჯორჯ სოროსია, მათ ბანაკშია ამერიკული მედიის ერთი ნაწილი, ჰოლივუდის დიდი ნაწილი, ნეოკონსერვატორები (მაკკეინის ჯგუფი).ამერიკულ პოლიტიკოსთა გამოსვლებში სულ უფრო ხშირად ისმის გამოთქმები: „სამოქალაქო ომი“, „ეროვნული გვარდია“, რაც უკიდურეს პოლარიზებაზე მიანიშნებს. ტრამპის მხარესაც არის ძალა: მედიის ნაწილი, შელდონ ადელსონი, მერსერი და კიდევ ორი ათეული მილიარდერი. საქართველოში ცნობილია ლუკ ბეზოსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი, ოურენ ბაფეტი, რომელთაც უმდიდრეს ამერიკელებად ვიცნობთ და მათი ქონების საერთო ღირებულება 400 მილიარდი დოლარია, მაგრამ ცოტამ იცის, რომ ამერიკის ყველაზე დიდი საინვესტიციო კორპორაცია BLACK ROCK-ს 6.8 ტრილიონის ქონება აქვს მართვაში, კორპორაცია Vanguard group- ს- 5.3 ტრილიონის. ამ ორმა კომპანიამ ყველაზე დიდი მოგება სწორედ ტრამპის პოლიტიკით მიიღო და ძნელი მისახვედრი არ არის, ვის დაუჭერენ მხარს. რაც მთავარია, ტრამპს მხარს უბრალო ხალხი უჭერს. ის ადვილად ახერხებს 100 000 -იანი აუდიტორიების შევსებას მომხრეებით. 60 -იანი წლების ბოლოდან აშშ-ში ინტენსიური ლიბერალური პროპაგანდა მიდის და პროტესტი დაგროვდა. ბრიტანული ბრექსიტიც ანტიგლობალისტური და ანტილიბერალური მოვლენაა, რომელიც ისევე როგორც ტრამპის აღმასვლა,2016 წელს დაიწყო.
კონგრესის ქვედა პალატამ, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა ჰყავთ, ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი“,- აღნიშნავს ირაკლი გოგავა.