logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ყველამ გარკვეული როლი ითამაშა
- +

29 დეკემბერი. 2019. 21:15

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ხელისუფლებამ, ყველამ გარკვეული როლი შეასრულა.

 

ვოლსკის აზრით, ქართველი ექიმის გათავისუფლების თემა უცნაური რაკურსით განიხილება.

 

მგონია, რომ რაღაც უცნაური რაკურსით განიხილება ბატონი ვაჟას დაბრუნება და ტყვეობიდან გათავისუფლება. ყველამ გარკვეული როლი ითამაშა ამაში, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ხელისუფლებამ. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი,  ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ეხება სამართლიანობას, წესრიგს“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გუშინ გაათავისუფლეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner