logo_geo
eng_logo
მიხეილ დილიმაშვილი: წუთებს და წამებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა
- +

30 დეკემბერი. 2019. 00:36


სამოქალაქო გმირობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი აჩვენა საზოგადეობას, მოქალაქე რაულ თებიძემ, რომელმაც ბათუმში, 18 დეკემბერს, მისთვის სრულიას უცნობი, დაჭრილი პოლიციელი სიკვდილისგან იხსნა.   


იგი დაჭრილ პოლიციელს, არც მაშინ მოშორებია, როცა ადგილზე, აჭარის პოლიციის უფროსი მიხეილ დილიმაშვილი მივიდა. მათ ერთად შეაცილეს დაჭრილი ოთარ თავართქილაძე საოპერაციომდე. რაულ თებიძეს საკუთარი ხელით ეჭირა პოლიციელის დაზიანებული არტერია, რათა სისხლდენა შეეჩერებინა.

 

„იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ოთარი გადაგვერჩნა. ამ შემართებით ვიყავი. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა წუთებს და წამებს. ორივემ მოვკიდეთ ხელი და მანქანაში ჩავაჯინეთ ოთარი“,- იხსენებს მიხეილ დილიმაშვილი.

 

18 დეკემბრის საბედისწერო ღამეს, დაჭრილი პოლიციელის, ოთარ თავართქილაძის მეწყვილე  ავთანდის მჟავანაძეც იხსენებს და ამბობს, რომ ბევრს ადამიანს უხმო დასახმარებლად, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ რაულ თებიძემ გაიგონა. „აქეთ დამნაშავე მყავდა დაკავებული და მას ხელს ვერ ვუშვებდი, იქითე, 5 მეტრში, ჩემი მეწყვილე სისხლისგან იცლებოდა“, - ამბობს იგი.

 

როგორც ექიმები ამბობენ, რაულ თებიძის მოქალაქეობრივი გმირობა და პირველი დახმარება რომ არა, პოლიციელის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

ორი გმირი, პოლიციელი და მოქალაქე ერთმანეთს პირველად „იმედის კვირამ“ შეახვედრა. ახლა მათ ერთმანეთისთვის მოსაყოლი ბევრი აქვთ.  რაულ თებიძეს, გადარჩენილი პოლიციელი არც რეანიმაციული განყოფილების დატოვებისას მოუნახულებია. ამბობს, რომ ამით ისევ ოთარის ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა, არ უნდოდა რთული დღის გახსენებით მისი მძიმე მდგომარეობა ემოციურადაც დაემძიმებინა.

 

ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად, 18 დეკემბერს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც, ქვეითად მოძრავმა მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ პირი დახმარებას ითხოვდა, თუმცა, 35 წლის მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ პოლიციელ ოთარ თავართქილაძეს, მოულოდნელად დანით, კისრის არეში 2 ჭრილობა მიაყენა. დამნაშავემ გაქცევა სცადა, მაგრამ დაშავებული პოლიციელის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე დაედევნა და დააკავა. მამაკაცმა დანით მეორე პოლიციელი, ფეხის არეში დაჭრა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner