logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია გაზის ტარიფის ზრდას არ პროგნოზირებს
- +

31 დეკემბერი. 2019. 10:57

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სემეკი გაზის ტარიფის ზრდას არ ელოდება. სემეკში "თბილისის ენერჯის" ახალი ტარიფი 25 დეკემბერს, "სოკარ ჯორჯიასა" და "საქორგგაზის" ტარიფები კი 27 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს.

 

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკმა კომპანიების მიერ წარდგენილი საინვესტიციო წინადადებები უკვე განიხილა, ახლა კი მისაწოდებელ ფასს ადგენენ.

 

"რომლის საფუძველზეც უკვე უახლოეს დღეებში დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით", - განაცხადა ნარმანიამ.

 

2019 წლის 1 აგვისტოს სემეკში გეგმური სხდომა გაიმართა, რომელზეც გაზის ტარიფის დადგენაზე მსჯელობა დაიწყო. სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ ირინა მილორავამ მაშინ განაცხადა, რომ გასულ წელს ლარის კურსიდან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner