თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ჩანქირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. დაშავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
როგორც „რეპორტიორს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა მოინახულა.
„დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“,- აცხადებენ სამინისტროში.
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. შედეგად თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა.