logo_geo
eng_logo
თურქეთში დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა
- +

31 დეკემბერი. 2019. 01:34

 

 

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ჩანქირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. დაშავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 როგორც „რეპორტიორს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა მოინახულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“,- აცხადებენ სამინისტროში.  

 

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. შედეგად თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner