გაზეთი „კვირის პალიტრა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს, სადაც უწმინდესი ბრძანებს, რომ კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ სირთულეში არ დავკარგოთ სული წმინდა.
„დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს.
მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი, ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც უფალი გვაძლევს ჩვენ ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, გადაარჩენს საქართველოს. საქართველოს გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.