გაზეთი „კვირის პალიტრა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს, სადაც უწმინდესი ბრძანებს ,რომ თითოეულ ადამიანს ბედნიერება ენიჭება ღვთისაგან.
„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. „მამაო ჩვენოს“ რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. თქვენ გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი „მომეც ჩვენ დღეს“? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო და მომავალი და წარსულიც - ყველაფერი ღვთის ხელშია“,-ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.