logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება
- +

1 იანვარი. 2020. 22:39

 

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ახალი წელი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნეს.

თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება, რაც მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

ვაზიანში ახალი წლის აღნიშვნამდე თავდაცვის მინისტრი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მყოფ ჯარისკაცებს მოულოდნელად ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები მიუტანა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner