ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საახალწლო გალაკონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კონცერტზე არ შესრულდა ქართული „მრავალჟამიერი“.
„ ვინც კი დამირეკა შორეული ქვეყნებიდან, ყველა აღფრთოვანებულია - რა სილამაზეა თბილისში, მაგრად ვნანობთ ამ ახალ წელს მანდ რომ არ ვართო. ვინც აქა ვართ, იმათაც მოგვწონს ეს სილამაზე და ბრჭყვიალი, მაგრამ ამ ახალწლის დილას, მაინც უნდა ვთქვა- რა იყო წუხანდელი კონცერტი, აააა, სად იყო ჩემი მრავალჟამიერი, ნაღდი, ჟრუანტელის მომგვრელი, საახალწლო და სამარადჟამოოოოო?რავა აგერევათ ხოლმე საცნაურიიი ამ ხუნტრუც-მუნტრუცებს...( ბოდიშს ვუხდი აფრეკ სიმონების და ფრედი მერკურობების ფანებს, მაგისმაგვარობებით სავსე იყო წუხელ კლუბები, იყო ძიგძიგი და ბორიალი.) ვისაც მოგბეზრდათ აქაურობის ჰანგებიი, გადართეთ სხვა არხებზე, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ქვეყნის მთავარ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან ან სადმე "მთავართან" უნდა იყოს ეს დალოცვლი "მთავარი" მრავალჟამიერი ან ჩაკრულო ან...., კიი, მაგითია სული რომ მოიტანა ამ ქვეყანამ... მეც რავა დავარდები ხოლმე ქადაგად, მარა რა ვქნა, "ძემოკრატიააა ამფერი"..
მრავალჟამიერი არ მოშლოდეს ამ ქვეყანას, ესაა ამ ქვეყნის სიცოცხლის და ბედნიერების ხმა!! მრავალ ახალ წელს დაესწარით, მრავალჟამიერ!!!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.