logo_geo
eng_logo
ორ დღეში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაშავდა, 51 ჰოსპიტალიზებულია
- +

2 იანვარი. 2020. 20:32

 

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.

 

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

 

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner