logo_geo
eng_logo
ვარკეთილში „ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, 6 პირი დააკავეს
- +

10 იანვარი. 2020. 17:37

 

ვარკეთილში „ანას ბაღთან“ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „გისსონის“ თანამშრომლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

 

„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, -განაცხადა კახა ბუხრაძემ.

 

ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner