ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ჩართული იყო ამ სქემაში და საშვილიშვილოდ მადლიერები არიან, რადგან C ჰეპატიტის პროგრამა იყო უაღრესად წარმატებული, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოაბრუნებს სააქაოს!
ამის პარალელურად მოექსპერტო მასა და განსაკუთრებით არშემდგარი ფილოსოფოსი, ნაჯანდაცვარმინისტრალი ზურაბ ჭიაბერაშვილი მჭმუნვარე სახით გვმოძღვრავს, აქაოდა, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტიაო. შე ჭიანო ჰეპატიტო, ვიდრე ამ პროგრამაზე რამეს იტყვი, ერთი რეფორმა ან რაიმე სასიკეთო ცვლილება თუ მაინც განახორციელე, როცა ჯანდაცვის მინისტრი იყავი?
ფაქტია და გვერდს ვერავინ აუვლის იმ ფაქტებს, რომ მინისტრი სერგეენკო ყველა ტელევიზიით ამ საკითხზე საუბრობდა და სახელმწიფომ სრულყოფილი პიარ-კამპანია აწარმოა ამ პროგრამის თაობაზე.
ვინმე იცით, რომ მივიდა და პროგრამის არსებობა დაუმალეს, მედიკამენტები არ მისცეს ან უარი უთხრეს მკურნალობაზე? ხომ ნამდვილად უფასოა და გამარტივებულია პროგრამაში მოხვედრა?
აბა, რა უნდა ექნა სახელმწიფოს-ძალით მიეყვანა ბენეფიციარები სამკურნალოდ?
ოფიციალური მონაცემებით პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა დაიწყო დაახლოებით 60 000-მა და დაასრულა 55 000-მა პირმა. მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, თუმცა მალევე ამ მინიმალური თანხის სრული ანაზღაურება ისევ სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე.
მოკლედ, ტიპები ოღონდ ტელეეთერში მოხვდნენ და მზად არიან ყველა სისულელე მიიწერონ. ეტყობა გასაპროტესტებელი თემები შემოელიათ, თორემ საკუთარ ოჯახის წევრებს და ნათესავებს მაინც რას ეტყვიან, რომლებიც ამ პროგრამის წყალობით განიკურნენ?“ - წერს სივსივაძე.