logo_geo
eng_logo
სასახლის საჭადრაკო სკოლაში 2019 წლის წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა
- +

13 იანვარი. 2020. 19:24

 

 

სასიხარულო იყო საჭადრაკო კლუბ „ნტნ“-ის გამარჯვება საქართველოს საკლუბო  ჩემპიონატის I ლიგაში და II საპატიო ადგილი უმაღლეს ლიგაში. გუნდის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილისათვის სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ  სპეციალური დიპლომი გადასცა „ნტნ“-ის კაპიტანს დავით გურგენიძეს; სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა გუნდის ლიდერი, ნაკრების მწვრთნელი დიდოსტატი  გიორგი  ბაგატუროვი და გუნდის წევრები: ზურაბ გონგლიაშვილი, ლაშა კაჭკაჭიშვილი,  დენიელ საფაროვი, გიორგი სანიკიძე, დავით ლომთაძე, ანდრია კვირიაშვილი და ქეთევან  წოწორია. ნანა ალექსანდრიას საჩუქარი შემოქმედებითი და სპორტული წარმატებისათვის გადაეცა დენიელ საფაროვს, რომელმაც საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში ყველა 22 პარტია ითამაშა.

 

2019 წელს საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონები გახდნენ ანა მაჭარაშვილი (U12) და ანდრია კვირიაშვილი (U8).

 

თბილისის ასაკობრივ ჩემპიონატებში გაიმარჯვეს: ანა მაჭარაშვილმა (U12 და U13), ანა  კვირიაშვილმა (U 9) და ენი მაჭავარიანმა (U 8). რომელიც ასევე გახდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანიც. თბილისის ვიცე-ჩემპიონი (U 16) გახდა იანა ენგიბარიანი.

 

ვ. ქარსელაძის მემორიალში 14  წლამდე ასაკის  მოჭადრაკეებში გაიმარჯვა დავით  გურგენიძის გუნდმა „ნტნ - 14“: ზურაბ  გონგლიაშვილი, საბა ლომსაძე, გურამ ხავთასი, ანასტასია ქოქიაშვილი.

 

გამორჩეულად წარმატებული იყო ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი მაჭარაშვილისათვის: მისმა გუნდმა „აისი“  გაიმარჯვა 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირში, II ადგილი დაიკავა 7-წლიანებში, III  ადგილი 10 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა შეჯიბრებაში. გიორგი  მაჭარაშვილის წარმატებული გუნდის წევრებს: ანა მაჭარაშვილს, ლუკა ქუნთელიას,  ბარბარე რაზმაძეს და დავით გოცირიძეს სიგელები და საჩუქრები გადასცა ეროვნული სასახლის საშემსრულებლო მიმართულების ხელმძღვანელმა ხათუნა  შავშიშვილმა.

 

სასახლის სპეციალური დიპლომი და საჩუქრები გადაეცათ სასახლის პედაგოგს იოსებ კვირიაშვილს, რომელიც 2019 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ თბილისის საუკეთესო მწვრთნელად იყო აღიარებული და გიორგი მაჭარაშვილს - ვახტანგ ქარსელაძის მემორიალში მიღწეული შედეგებისთვის.

 

დაჯილდოების შემდეგ საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ალექსანდრიამ გამართა  ერთდროული თამაშის სეანსი 18 დაფაზე გიორგი მაჭარაშვილის საუკეთესო მოსწავლეებთან. საპატიო ყაიმს მიაღწიეს ალექსანდრე კათოლიკოვმა და დავით გოცირიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner