logo_geo
eng_logo
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
- +

16 იანვარი. 2020. 14:19

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.

 

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ორი გამომძიებელი და შსს-ს პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი დაიკითხნენ. გამომძიებლებმა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს, ხოლო პრესსამსსხურის თანამშრომელმა იმ ვიდეო მასალებზე ისაუბრა, რომელიც შსს-ის პრესცენტრმა 20 ივნისის მოვლენების დროს გადაიღო.

 

თავად ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.

 

დღეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

 

გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

 

მომდევნო სხდომა 23 იანვარს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner