თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი, 24 წლის მამაკაცი ფერდის არეში დაჭრეს. პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.