logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: არავის ვპატიჟებ, რუსეთის წარმომადგენელს ვუპასუხე
- +

28 იანვარი. 2020. 20:24

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლისთვის გაცემული პასუხი განმარტა. ზურაბიშვილის თქმით, მას საქართველოში არ მოუპატიჟებია რუსეთის წარმომადგენლები, მხოლოდ რუსი პოლიტიკოსის კითხვას უპასუხა, რომელმაც ქართული სტუმართ-მასპინძლობა ეჭვქვეშ  დააყენა.

 

პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მზად არის მიიღოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უცნობია ვინ იქნება გაზაფხულზე საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც საქართველოში გაიმართება, რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი, თუმცა ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს

 

ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყველა ადგილას და ყველა მომენტზემოთ ვაყენებთ საერთაორისო სამართალს, და არა ჩვენს შიდა კანონმდებლობას, რომელიც ასეთ შემთხვევაში აგვიკრალავდა, მივიღოთ ადამიანები, რომელთაც გადაბიჯებული აქვთ ჩვენი საზღვარი და სხვა კუთხიდან შემოსულები არიან...ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაორისო სამართლის მიმართ. მემგონი ძალიან გასაგებად ვთქვი. მე არ ვპატიჟებ არავის ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, რაც არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა მიმართა. მან თქვა, რომ გაზაფხულზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს საქართველოში თუმცა გაიხსენა გასული წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესის ფარგლებში ჩამოსული რუსეთის დელეგაციის წევრის ცემის ფაქტი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ეს არ დაგმო და განაცხადა, რომ საქართველო საშიში ქვეყანა ხდება არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც.

 

ამის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის გაცხადებული პოლიტიკა, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner