logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნაცსექტანტებს, რომ ეკურკურებიან, ქართველი ხალხის რანაირი მხარდაჭერაა?!
- +

29 იანვარი. 2020. 01:40

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.

საბჭოთა ხელისუფლებამ ენგურჰესი ააშენა და ამაში მილიარდი მანეთი დახარჯა. მაშინდელი მილიარდი მანეთი ახლანდელი, რამდენიმე მილიარდი დოლარია.

იმ ფულით, ენგურჰესის გარდა, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი აშენდა და დამშვენდა.

გარდა ამისა, არც დემოგრაფიული პრობლემები იყო და ქალაქები – ქალაქებს, სოფლები კი სოფლებს ჰგავდა! მშიერი არავინ იყო და მწყურვალი, – ხალხი მუშაობდა და ცხოვრობდა!

დადგა დრო და ამ ხალხმა უღელზე უარი თქვა, იმ საბჭოთა ხელისუფლებას კარისკენ მიუთითა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა!

ჰოდა, ეს ამერიკელი კონგრესმენები რომ ამოხტნენ ტანზე მომდგარი პიჯაკებიდან, მაგათ ჩვენ აპაჩების ტომი ხომ არ ვგონივართ?!

მესმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ და დემოკრატიის განმტკიცებაში გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლობა გვჭირდება, მათზე დამოკიდებულება და საკუთარ სუვერენიტეტზე უარის თქმა, რანაირი დამოუკიდებელობაა?!

ნაცსექტანტებს, მკვლელების ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ეკურკურებიან, ეს ქართველი ხალხის რანაირი მხარდაჭერაა?!

თან ეს კონგრესმენები ისეთი პრეტენზიებით წერენ ანგარებით ნაკარნახევ წერილებს, თითქოს აქედან ზეზვას და მზიას მორიგი ოჯახური სკანდალის შემდეგ გაიქცნენ მათი შორეული წინაპრები!

ნაცმედია ცდილობს, აპოკალიფსი დაგვიხატოს. არადა, არც უყურადღებობა ვარგა და არც გადაჭარბებული ემოციების გამოხატვა. დაჯდება მთავრობა და უპასუხებს!

ნურავინ იტყვის, რომ ვიღაც ამერიკელ კონგრესმენებს ჩვენზე მეტად აღელვებთ საქართველოს პრობლემები. ამიტომ, ყველამ დაიოკოს აშლილი პოლიტვნებები და ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე!” – წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner