„გუბაზ სანიკიძის ღირსება ისე დაეცა, კაცი გამოდის და ფაქტობრივად, ამას გაიძახის - სააკაშვილი ადრე თავგასიებულს მეძახდა და მართლა ვიყავი თავგასიებულიო!“ - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ისაუბრა.
„გუბაზ სანიკიძეს, ვიდრე სააკაშვილის ტაბლას მიუჯდებოდა და ვალერი გელბახიანთან ერთად მიშას ჭიქას მიუჭახუნებდა, ნათქვამი აქვს - ვინც სააკაშვილის გვერდით დგას, იმას მხოლოდ ფინანსური ინტერესი ამოძრავებსო! ნება მიბოძეთ, ამ საკითხში ბატონ გუბაზს სრულად დავეთანხმო და დავადასტურო, რომ სააკაშვილისთვის ჭიქის მიმჭახუნებელ გუბაზ სანიკიძესაც არავითარი სხვა ინტერესი არ გააჩნია, თუ არა ფული!
გუბაზ სანიკიძის ღირსება ისე დაეცა, კაცი გამოდის და ფაქტობრივად, ამას გაიძახის - სააკაშვილი ადრე თავგასიებულს მეძახდა და მართლა ვიყავი თავგასიებულიო! სამარცხვინოა ამ კაცის გამოსვლები დავით აქუბარდიას ეთერში, სადაც გვიმტკიცებს - რაღა დროს სოდომურ ცოდვებზე ლაპარაკიაო! ლევან სანიკიძის შვილი გუბაზ სანიკიძე ნაცსექტამ და სააკაშვილმა ისე გახრწნეს, დავით აქუბარდიასთან ერთად, მგონი, მალე გეი-პარადშიც მიიღებს მონაწილეობას!“ - აღნიშნა მჟავანაძემ.