„ძირითადი საყრდენი იყო ის, რომ ბუშს გაუჩნდა იდეა, რევოლუციებით მისულიყო ავღანეთამდე “, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „POSTV“-ის ეთერში ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს (სპეციალურად არ დავასახელებ სახელს და გვარს) „ვარდების რევოლუციის“ წინ ვუთხარი, რას შვრებით, მიშა მოგყავთ-თქო და მან მითხრა, მიშას მოყვანა როგორ შეიძლება, გიჟიაო. ასე რომ, თვითონ იმ გუნდშივე არ იყო საყრდენი. ძირითადი საყრდენი იყო ის, რომ ბუშს გაუჩნდა იდეა, რევოლუციებით მისულიყო ავღანეთამდე - აბა უკრაინა, აბა საქართველო... მერე სოროსმა თქვა, ექსპერიმენტი გამოგვივიდაო. წმინდა წყლის პოლიტიკური თამაში იყო, რომელიც იმათგან დაიწყო და იმათგან დაწყებულ ამ თამაშში ერთმანეთს დაემთხვა ორი ინტერესი: ამერიკისა, რომ შევარდნაძე გადაეგდო და რუსეთისა, რომ აგრეთვე შევარდნაძე გადაეგდო. შიგნითა ძალებით გაკეთდა? შიგნითა ძალები არ იყო ასეთი მობილიზებული“, - აღნიშნა საყვარელიძემ.