logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კონგრესმენების განცხადებები შინაარსობრივად აცდენილია რეალობას
- +

30 იანვარი. 2020. 16:55

 

„კონგრესმენების განცხადებები შინაარსობრივად აცდენილია რეალობას“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი კონგრესმენების წერილები, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, კონგრესმენების წერილები ორ ნაწილად შეძლება გაიყოს - საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია „ფრონტერას“ შესახებ და პოლიტიკური ნაწილი.

 

„ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, არის რეალობას აცდენილი და ნამდვილად მიუღებელია ეს ტონი კომპანია „ფრონტერაზე“. საქმე არის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს კომპანიებს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აუცილებელია მუშაობა, შინაარსობრივად განცხადებები, რეალობას არ შეესაბამება. როცა არის საუბარი რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთისკენ, სასაცილოა ნამდვილად. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც 2012 წლის მერე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან.

 

დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ ვაგრძელებთ ამ კურსს, რეფორმებს და კონკრეტული პროექტების განხორციელებას იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აუცილებელია კომუნიკაცია კონგრესმენებთან.

 

„დაგეგმილია შეხვედრები როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ჩვენ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას. ამ ადამიანებს გააჩნიათ ცალმხრივი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აუცილებელია კომუნიკაცია და ჩვენ აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner