logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა
- +

30 იანვარი. 2020. 18:55

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ისრაელის სახელწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო და დინამიური სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან საქართველოს წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო რეფორმები გააცნო.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner