„მაჩალიკაშვილს არ ჰქონდა ყველაზე ნაკლები მონაწილეობა“, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
„მტკიცებულებების დიდი ნუსხა არსებობდა არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც, რომლებიც არიან დაკავებულნი. ეს ადამინები მეტ-ნაკლებად იყვნენ ჩართული ამ დანაშაულში და სხვადასხვა დავალებები ჰქონდათ მიცემული ჩატაევის მხრიდან. ზოგს მეტი მონაწილეობა ჰქონდა საქმეში, ზოგს კი ნაკლები. მაჩალიკაშვილს არ ჰქონდა ყველაზე ნაკლები მონაწილეობა. ის ყველაზე მეტად მონაწილეობდა ამ ჯგუფის დახმარებაში. პირველი ზარი, რომელიც ჩატაევმა განახორციელა, იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე, შემდეგ კი მან დაურეკა მამამისს, მალხაზ მაჩალიკაშვილს. რაც შეეხება მტკიცებულებებს: ეს გახლდათ ანგარიშები, რომლებიც გაიხსნა დაჯგუფების წევრებზე და მათ შორის იყო მაჩალიკაშვილისაც. ანგარიშებზე თანხას რიცხავდა ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტის მეუღლე და კიდევ ჩატაევის ოჯახის წევრიც. თანხები ირიცხებოდა მცირე რაოდენობით, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, როგორ კონტროლდებოდა გადარიცხვები“, - განაცხადა გოგაშვილმა.