logo_geo
eng_logo
გივი თარგამაძე: არანაირი ტერორისტი ჩატაევი არ იყო! ჩვენ დროს ხდებოდა ჩატაევის ავტორიტეტის გამოყენება!
- +

31 იანვარი. 2020. 15:31

 

„ჩატაევი არ მუშაობდა რაიმე სტრუქტურაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„არანაირი ტერორისტი ჩატაევი არ იყო. ის იყო ერთ-ერთი საველე მეთაური, ჩეჩნეთის ომის დროინდელი. ჩატაევი იდევნებოდა პუტინისა და კადიროვის მიერ. ჩვენ ვიცავდით პუტინის, კადიროვისა და სხვა საცეცების მიერ დევნილ ადამიანებს და ვცდილობდით, გამოგვეყენებინა მათი ავტორიტეტი სხვადასხვა წრეებში. რამდენიმე ისეთ ვითარებაში, როდესაც რუსები ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას პანკისის ხეობაში, ჩატაევის მონაწილეობამ დააცხრო ეს სიტუაცია. როგორც კი ჩატაევმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც შეიცავდა საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მას განემარტა, რომ მოექცეოდნენ ადეკვატურად. მან მიიღო ეს და თქვა, რომ რწმენა არ აძლევდა საშუალებას, რომ სხვა ნაბიჯი გადაედგა და ჩატაევს გაუხსნეს ცეცხლი, დაკარგა ფეხი და მოხვდა საპატიმროში. შემდეგ ის გაათავისუფლეს იმ მომენტში, როდესაც სირიაში მძვინვარებდა ამბოხება. მიზეზი გათავისუფლებისა არ არსებობდა.

 

ჩატაევი არ მუშაობდა რაიმე სტრუქტურაში. ჩვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა მხოლოდ მისი ავტორიტეტის გამოყენება, ისევე როგორც უხუცესების საბჭოს წარმომადგენლების ავტორიტეტის გამოყენება ხდება. როდესაც მზადდებოდა პროვოკაციები რუსეთის მხარის მიერ პანკისის ხეობაში, ის იყო მომლაპარაკებელი და ამ ვნებათაღელვის ჩახშობასა და ადამიანებისათვის იმის ახსნას ახერხებდა, რომ თქვენ რუსული მხარე „გაბოლებთ“ და გიწვევენ ისეთ რამეებში, რაც ლაფანყურში მოხდა. იმავე ლაფანყურის ოპერაციაზე, ჩატაევი მივიდა ჩვენი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსთან ერთად. მან და უფროსმა მძევლად აყვანილი მესაზღვრე გამოაშვებინეს, დარჩნენ თვითონ და შემდგომში უკვე ჩატაევმა განაცხადა, რომ მისი რწმენა არ აძლევდა საშუალებას, რომ ეს ჯგუფი მიეტოვებინა. თუმცა, აღიარა, რომ ეს ჯგუფი არასწორ გზაზე იყო და მიიღო ის, რომ მას ქართული მხარე მოექცეოდა, როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს“, - აღნიშნა თარგამაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner