„სპეცრაზმელი ვერ შევიდოდა იქ წყლის სათამაშო თოფით, ის შევიდა იმ აღჭურვილობით, რომელიც მას მუდმივად აქვს“, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
„როგორც სპეცრაზმელები აღწერდნენ, თემირლან მაჩალიკაშვილს გვერდით ედო ხელყუმბარა და როდესაც შევიდნენ, სთხოვდნენ მას ხელების ჩვენებას. თემირლანმა გააკეთა მოძრაობა ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ და წაიღო ხელები ხელყუმბარისკენ. სპეცრაზმელი შევიდა, საფრთხე დაინახა და მიიღო გადაწყვეტილება. სპეცრაზმელი ვერ შევიდოდა იქ წყლის სათამაშო თოფით, ის შევიდა იმ აღჭურვილობით, რომელიც მას მუდმივად აქვს. მივიდა ადამიანთან, რომელიც იყო ძლიერი მსოფლიო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი“, - განაცხადა გოგაშვილმა.