logo_geo
eng_logo
სამაგისტრო გამოცდებზე სხვადასხვა ტიპის ტესტი აღარ იქნება
- +

31 იანვარი. 2020. 23:08

 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილებით, მაგისტრატურაში სწავლის მსურველები ერთიან ტესტს ჩააბარებენ. ცენტრის ინფორმაციით, A, B და C ტიპის ტესტები უქმდება, რომელსაც გამოცდაზე გამსვლელები აქამდე, იმის მიხედვით  ირჩევდნენ, თუ რა მიმართულებით აპირებდნენ სწავლას.

 

A ტიპის ტესტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე (გარდა ფიზიკისა), სოციალური მეცნიერებებზე (გარდა ეკონომიკისა), ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით სწავლის მსურველები აბარებდნენ. B ტიპის ტესტს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესი/ ეკონომიკისა და ფიზიკა/მათემატიკის მიმართულებით გამოცდაზე გამსვლელები წერდნენ. ჩ ტესტს კი სამართალის მიმართულების სტუდენტები აბარებდნენ.

 

 

“2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

NAEC-ის ცნობითვე, ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება. ამასთან, რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner