logo_geo
eng_logo
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა
- +

1 თებერვალი. 2020. 12:05

 

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

ამ დროისთვის საავადმყოფოდან ბინაზე გაეწერა 243 პაციენტი.

 

ჩინელი ექსპერტების განცხადებით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის კონტაქტით. ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი, მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურული მატებით, სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და არც ისე მაღალი ტემპერატურული მატებით მიმდინარეობს.

 

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთშიც. ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურეს. ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა შვედეთშიც. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 26 ქვეყანაშია გამოვლენილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner