2020 წლის 4 თებერვალს, საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ორ პირს - ირაკლი შოთაძეს და რამაზ ჩინჩალაძეს გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.
საპროკურორო საბჭო, ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 5 თებერვალს 11:00 საათზე გააგრძელებს.