სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძე, ტელეკომპანია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ახალ პლატფორმაზე ისაუბრა, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ჰქვია.
ზურაბ ხონელიძის განმარტებით, პლატფორმა ქვეყანას კონფლიქტების დარეგულირებაში დაეხმარება.
„ყველაზე დიდი პრობლება, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს, ესაა დარღვეული ერთიანობა. მიდგომა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ნიშნავს, რომ ჩვენი მთლიანი რესურსის 20% არ ფუნქციონირებს. თუმცა, ეს მიდგომა არასწორია. მაგალითად ადამიანს აქვს 4 კიდური. მას რომ ერთი კიდური წაერთვას, რას ნიშნავს ეს, რომ რესურსის ¼ აქვს წართმეული? არა, ის ხდება ინვალიდი. ჩვენც დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვართ. სახელისუფლებო რესურსის გარეშე პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ 30 წელი გავიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის უზარმაზარი მხარდაჭერა და საქართველოსადმი უპრეცედენტო თანადგომა პრობლემას ვერ აგვარებს. საზოგადოებაში ყალიბდება ნიჰილიზმი. პრობლემა მოუგვარებელია. უფრო მეტიც, ესაა ჩიხური მდგომარეობა, გამოუვალი სიტუაცია, რაც ასე არაა. გამოსავალი არსებობს. ეს ჩვენ ვართ დაფარული და ჩვენ ვერ ვხედავთ გზას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ეს ის თემაა, რომელიც საქართველოს გამოიყვანს არსებული მდგომარეობიდან და გაიყვანს ახალ გზაზე. მას შესძენს რეალურ ფუნქციას, აქცევს მოთამაშედ და ეს ფუნქცია იქნება საერთაშორისო. საქართველომ უნდა გააჩინოს აუცილებლობა და დაანახოს მისი საჭიროება გარე სამყაროს,“ - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.