logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: დიპლომატია არის ხელოვნება
- +

10 თებერვალი. 2020. 13:49

 

 

„შეიქმნა ახალი თვისობრიობა - საუნივერსიტეტო დიპლომატია“, - ამასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ „TV პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„აუცილებელია ახალი მეცნიერების, ახალი ცოდნისა და ახალი სიცოცხლის დაბადება, რომელსაც სჭირდება მეორე სუბიექტი. მეორე სუბიექტი იქნება პარტნიორი კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. ყველა კონფლიქტის პირველი ნაბიჯი გაუცხოებაა. გაუცხოება: ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებსა და ქვეყნებს შორის. დიპლომატია არის ხელოვნება. ეს არ არის მექანიკური ჯამი ორი თვისობრიობის და ამ შემთხვევაში მათემატიკა არ გამოგვადგება.

 

შეიქმნა ახალი თვისობრიობა - საუნივერსიტეტო დიპლომატია. ახალი სივრცე, სადაც სააზროვნო და  სამეტყველო ენა არის აკადემიური/დიპლომატიური. ყველა დაინტერესებულ მხარეს: ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხსნებათ კარი და შემოდიან ამ სივრცეში“, - განაცხადა ხონელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner