„პანკისის ხეობის უხუცესებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს უხმონ და სთხოვონ, ყურანზე დადებული ფიცის ქვეშ უპასუხოს კითხვებს...“ - ამის შესახებ თამა(ზ) სურმავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ სტატიას აქვეყნებს.
„როგორც სანდო წყარო ჰყვება, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს თბილისში მეგობარი გოგონა ჰყავდა და იგი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავშიც ხშირად მიჰყავდა. მორის მაჩალიკაშვილის მეგობარ გოგონას კარავში რამდენჯერმე თან ახლდა მეგობარი - 20 წლის მარტვილელი გოგონა, რომელთანაც მალხაზ მაჩალიკაშვილს გაცნობიდან ცოტა ხანში ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
პანკისის ხეობის უხუცესებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს უხმონ და სთხოვონ, ყურანზე დადებული ფიცის ქვეშ უპასუხოს კითხვებს: გასული წლის აპრილის მიწურულს, მუსლიმთათვის წმიდათაწმიდა რამადანის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მის მიერ დიდუბეში, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ნაქირავებ ბინაში ჰყავდა თუ არა მიყვანილი 20 წლის მარტვილელი გოგონა, რომელიც პარლამენტის წინ გაიცნო? რა მოხდა იმ ბინაში და რას ჰპირდებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისი გარდაცვლილი ვაჟის თანატოლ მარტვილელ გოგონას?“ - წერს თამა(ზ) სურმავა.