logo_geo
eng_logo
„მალხაზ მაჩალიკაშვილს სანდრა რულოვსთან როგორი სიახლოვეც არ უნდა აკავშირებდეს...“
- +

10 თებერვალი. 2020. 17:53

 

 

„სანდრა რულოვსი იმ რეჟიმის დედოფალი იყო, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში უსამართლობას თესავდა“, - ამასთან დაკავშირებით თამა(ზ) სურმავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს კი მალხაზ მაჩალიკაშვილის მორალურ სისუფთავესა და გულწრფელობასთან დაკავშირებით სწორი დასკვნის გამოსატანად ისიც ეყოფა, რომ იგი თავისი შვილის მკვლელის დასჯასა და სამართლის პოვნას იმ ადამიანების მხარდამხარ ლამობს, რომლებიც უსამართლობის ცოცხალ სიმბოლოებს წარმოადგენდნენ და მსახვრალი ხელები სხვათა შვილების სისხლში აქვთ გასვრილი.

 

მაგალითად, მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სანდრა რულოვსთან ერთად, მასთან როგორი სიახლოვეც არ უნდა აკავშირებდეს, სამართალს ვერ იპოვის, რადგან სანდრა რულოვსი იმ რეჟიმის დედოფალი იყო, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში უსამართლობას თესავდა და გვამებს გვამებზე ალაგებდა“, - წერს თამა(ზ) სურმავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner