შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პროფესიონალები სამინისტროს ყველა დანაყოფშია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და რეფორმირებულ პოლიციაზე ისაუბრა.
„ძალიან ბევრი პროფესიონალია. არიან, როგორც საპატრულო პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში, ასევე, სხვა დანაყოფებშიც. უამრავი დანაყოფია, დიდი სამინისტროა. პროფესიონალები ზრდიან ახალ თაობას. აჭარის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. საპატრულოს თანამშრომელი დაიჭრა ყელის მიდამოში, დამნაშავემ 2-ჯერ დაარტყა დანა. უბრალოდ, ადამიანი იდგა გზაზე, რომელმაც ხელი დაუქნია პატრულს, გააჩერა და ამათაც გააჩერეს, რა თქმა უნდა. ადამიანმა გააჩერა, ე.ი. რაღაც შველა სჭირდებოდა. როდესაც პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან გადმოდიოდა, მან მოულოდნელად 2-ჯერ დაარტყა დანა და გაიქცა. რაც მეწყვილემ გააკეთა, მართლა შოკში ვიყავი. წამებში დააკავა ადამიანი. შეიძლება, ზოგი გათიშულიყო, ვერც მიმხვდარიყო, რა მოხდა. რა თქმა უნდა, არიან პროფესიონალები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.