logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: სისტემური დანაშაული, „ჩადებები“ აღარ არსებობს
- +

12 თებერვალი. 2020. 14:58

 

 

„ბევრი გავუშვით 2013 წელში, რომ მოვედით, ბევრი ადამიანი წავიდა, ბევრი პასუხისგებაში მიეცა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემა „SWOT ანალიზში“ ისაუბრა.

 

„სისტემური დანაშაული, „ჩადებები“ - აღარ არსებობს, აღარ ხდება ეს. ბევრი გავუშვით 2013 წელში, რომ მოვედით, ბევრი ადამიანი წავიდა, ბევრი პასუხისგებაში მიეცა, ვინც ჩართული იყო უშუალოდ... გახსოვთ თქვენ, თუ მოეწონებოდა ვინმეს, ვთქვათ, დეპარტამენტის დირექტორს, მანქანა, პრობლემა არ იყო იმ მანქანის წართმევა მოქალაქისთვის. ეგ თემა საერთოდ აღარ არსებობს. რომ უთხრა, წადი, ახლა ეს გააკეთე, აღარ გააკეთებენ. უკანონობა - იციან ამათ, რომ ამის გამო პასუხისგებაში მიეცემიან. ახსოვს ყველას ძალიან კარგად, რაც მოხდა, როგორც მოხდა. დღეს თუ არა, ხვალ მოგთხოვენ პასუხს ამის გულისთვის. უკანონო დავალებას არა, თუმცა, თუ გასაკეთებელია - ღონისძიებაა თუ დაკავება, მართლა სიცოცხლეს სწირავენ ყოველ დღე“, - განაცხადა გომელაურმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner