თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში 20:00 საათზე, განახლდა.
როგორც "რეპორტიორს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, სადგურ „წერეთლის“ ძველ საკაბელო მეურნეობაში დაფიქსირდა ხარვეზი. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
მათივე თქმით, სატრანსპორტო კომპანიის სამუშაო ჯგუფმა ოპერატიულად შეძლო ხარვეზი აღმოფხვრა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 19:40 საათზე, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მეტროსადგურ "პოლიტტექნიკურზე" მგზავრები მატარებლიდან გადმოიყვანეს და სადგურში სინათლე ჩააქრეს. როგორც ადგილზე მგზავრებს განუმარტეს, შეფერხების მიზეზი მაღალი ძაბვა იყო.