„არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას და პოლიტიკოსებს, რომელსაც უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და აქვთ მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია - პოლიტიკაში დარჩენის, ან მით უმეტეს, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის მცდელობა არის საქართველოში.
„ამის მცდელობა არის საქართველოში იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ძალადობს საზოგადოებაზე“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.