logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დაბრუნება-არდაბრუნება ლაკმუსის ტესტია ოპოზიციისთვის
- +

13 თებერვალი. 2020. 00:03

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების განახლების თემაზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

 

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება-არდაბრუნება არის ლაკმუსის ტესტი ოპოზიციისათვის, თუ რამდენად აქვთ სახელმწიფოებრივი და საღი პოლიტიკური მიდგომა საკითხისადმი.

 

მგონი საელჩოებმაც მიახვედრეს, მაქსიმალურად დიპლომატიურად, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წასვლა, მიუხედავად მომხდარისა, კონტრპროდუქტიული ნაბიჯია მათი მხრიდან.

 

ოპოზიციის უმეტესობა წელიწადის მეტ დროს ევროპასა და ამერიკაში ატარებს, მაგრამ დასავლური პოლიტიკური კულტურის და ეტიკეტის შეთვისების ნიშანწყალიც არ ეტყობათ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ორიენტაციის ფლაგმან-ადეპტებად გვევლინებიან.

ხლა, მოუწიათ დრო, რომ საქმით დაამტკიცონ ეს…

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner