მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რაოდენობა 2019 წელს 10%-ით გაიზარდა და 2,7 მილიონი შეადგინა. კვლევა კომპანია Wealth-X-მა ჩაატარა.
ამ ადამიანების ქონების ღირებულებაც 10%-ით გაიზარდა და ჯამში $26,6 ტრილიოინი შეადგინა. გამოქვეყნებული მონაცემებით, მდიდარი ადამიანების რაოდენობით ლიდერია აშშ, ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი და გერმანია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში მდიდარი ადამიანების სტატისტიკის ზრდა მსხვილი ბანკების მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადახედვამ განაპირობა, რამაც ინვესტორებს ბიძგი მისცა.