logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ოპოზიციას: ითანამშრომლეთ ევროპარლამენტარებთან მისიის ფარგლებში
- +

13 თებერვალი. 2020. 01:11

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ევროპარლამენტის მხრიდან ე.წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნას გიგი უგულავას საქმეზე კითხვებს ბადებს.

 

მივესალმები მზადყოფნას ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ვისაც აინტერესებს ჩაერთოს ამ პროცესში, დადგინდეს რეალობა და თუ რამე დარღვევა იქნა, ესეც იქნას გამოვლენილი. თუმცა, თუ არაფერი დადგინდა და არ იქნა მიჩნეული ეს პოლიტიკურ დაპატიმრებად, ოპოზიციამ  ეს ფაქტი უნდა აღიაროს“, - პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ასოცირების კომიტეტის დღევანდელი  სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 

კახა კუჭავას განცხადებით,  ე.წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნის პრაქტიკა ევროპარლამენტს აქვს და ეს პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა. ამ ფონზე კუჭავა მოუწოდებს ოპოზიციას ითანამშრომლონ იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც მისიის ფარგლებში საქართველოში ჩამოვა.

 

იყო საუბრები უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ის ფორმატი არ არის, სადაც ვინმეს შეუძლია სიმართლე დაამტკიცოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვას, ეს ჩვენი საქმე არ არის.  ჩვენ, ერთადერთი რაც შევთავაზეთ, დილით გაჟღერდა ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან, ე.წ.ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს არ არის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, მსგავსი, ფაქტების მოკვლევის მისია ადრეც ჰქონდა ევროპარლამენტს. ერთ-ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით და მან კონკრეტული შედეგი დადო. ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც ჩამოვლენ ამ მისიის ფარგლებში“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარალამენტს  გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზა.

 

ევროპელი სოციალისტების პარტია მხარს უჭერს საქართველოში ევროპარლამენტარებისგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნას, რომელიც უგულავას საქმეს შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner