logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ნაცების ქცევაზე ქართული საზოგადოების პასუხი იქნება მძიმე
- +

13 თებერვალი. 2020. 22:17

 

 

 საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით,  იმას, თუ როგორ მოიქცა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ქართული საზოგადოება შეაფასებს და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე.

 

არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქაართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე,  და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა დაისახა მიზნად“, - აცხადებს დეპუტატი.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტში რეზოლუცია 2013 წელსაც ჩავარდა, თუმცა, მას შემდეგ,  ხელისუფლების დამსახურებით, საგარეო ასპარეზზე ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და მომავალშიც აუცილებლად მივაღწევთ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner