საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია იმ ქართველის პარანოია, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად საკუთარ ქვეყანას დაარტყას.
„რეზოლუციის კენჭისყრის შედეგი - 6/5-ზე და მოლოდ იმიტომ, რომ მასში ნეგატიური ცვლილებები ნაცმოძრაობას და მათი პარტნიორ კოლეგებს (ევროპის სახალხო პარტიიდან) კომიტეტზე ჩაუვარდათ.
ეს არის საბოტაჟი! მართალია იგივეს აკეთებდა ნაცმოძრაობა და კანდელაკი ვიზალიბერალიზაციაზეც, მაგრამ ჩვენ ის მივიღეთ. ახლაც ვერ დააზიანებს ერთი მიმდინარე საკითხი ქვეყანას, მაგრამ ვერ ვხვდები იმ ქართველის პარანოიას, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად დაარტყას საკუთარ ქვეყანას“, - აცხადებს დეპუტატი.