logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევის კანონიერი უფლება მაქვს
- +

15 თებერვალი. 2020. 12:44

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეების განხილვაში ჩარევის კანონიერი უფლება აქვს.

 

„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, ამის გაკეთების კანონიერი უფლება არ მაქვს. ამის უფლება მაქვს, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ეს!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არასოდეს უთხოვია მისთვის სისხლის სამართლის რომელიმე საქმეში რამე ნაბიჯი გადაედგა, თუმცა პრეზიდენტის „ტვიტები“ მას მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

 

გენერალური პროკურორის კრიტიკა პრეზიდენტის რამდენიმე პოსტს მოჰყვა, რომელიც ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურორს იმ საქმესთან დაკავშირებით მიუძღვნა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება და რომელთან დაკავშირებითაც მისი ყოფილი მრჩეველი და დიდი ხნის მეგობარი როჯერ სტოუნი გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner