რუსეთში, კალინინგრადის ცენტრში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა.
რუსული მედიის ცნობით, მომხდარიდან მოკლე ხანში, ბოროტმოქმედმა თავის მოკვლა სცადა. ის რეანიმაციაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაღუპულია ცოლ-ქმარი, მათი 13 წლის შვილი კი დაჭრილია. რუსული მედია წერს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.