logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსის სიმპტომების დამალვის გამო, შეიძლება, სიკვდილით დასაჯონ
- +

16 თებერვალი. 2020. 11:20

 

 

ჩინეთში კორონავისურის სიმპტომების დამალვა სისხლის სამართლით დასჯადი იქნება. ამის შესახებ მოსამართლის განცხადებაზე დაყრდნობით, „Deutsche Welle“ იუწყება.

 

ადამიანი, რომელიც ინფექციის გავრცელების მიზეზი იქნება, შეიძლება დაისაჯოს 10 წლით ან უვადო პატიმრობით, ასევე, სიკვდილით.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაავადების სიმპტომების დამალვის გარდა, დასჯადი იქნება ასევე, ავადმყოფის მდგომარეობაზე ინფორმაციის დამახინჯება და მოგზაურობის ისტორიის დამალვა.

 

ახალი ტიპის კორონავირუსით COVID-19 მთელ მსოფლიოში დაინფიცირებულია 69 ათასი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1669-ს მიაღწია, 9419 ადამიანი განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner