logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?
- +

17 თებერვალი. 2020. 15:42

 

„ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?“ - ასე გამოეხმაურა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ხმაურს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას მისვლამ გამოიწვია.

 

„რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“, აი, ამ მჩხავანა ადამიანების მხრიდან - ეს არის ამაზრზენი, გულის ამრევი.

 

ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ? რომ გავახსენოთ საზოგადოებასაც და მათაც, რა აქვთ ჩადენილი? მე ახლა, წესით, ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის სურათით უნდა მოვსულიყავი, რომელიც მათ შვილის საფლავზე ააფეთქეს, რის გამოც დაპატიმრებულია მათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner