„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ აპირებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პარტია რჩება ოპოზიციურ ერთობაში, თუმცა, მერაბიშვილთან თანამშრომლობით არ არის დაინტერესებული და არც აქვთ ინფორმაცია, რა გეგმები გააჩნია მერაბიშვილს.
„გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ.
ჩვენ ვრჩებით ოპოზიციურ ერთობაში, მაგრამ არანაირი თანამშრომლობა ჩვენს პარტიას ვანო მერაბიშვილთან არ ექნება, არც არანაირი მოსაზრებები არ გვაქვს და არც ვიცით საერთოდ, რა გეგმები აქვს, სად აპირებს წასვლას. სიმართლე გითხრათ, ამით არც დავინტერესებულვართ“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა კონრეტული გეგმების და იმის შესახებ, თუ რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს არ განუცხადებია.