logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
- +

20 თებერვალი. 2020. 12:45

 

„რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი? კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში,“ - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე და მის გათავისუფლებაზე საუბრისას აღნიშნა.

 

ივანე მერაბიშვილი არის მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ეს ნათლად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ.

 

მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, .. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს, რასაც წარმოადგენსნაცმოძრაობამისი სატელიტი პარტიებით.

 

ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა, ჯერ ისინი უპასუხებენ მათ და ისინი გასცემენ პასუხს.

 

რაც შეეხება პოლიტიკურად, ჩვენ ადრეც განგვიცხადებია და იცით, რომქართული ოცნებადამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს დანაციონალური მოძრაობადასრულდება საპარლამენტო არჩევნებში.

 

კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალურ მენტალიტეტს ვებრძვით ჩვენ, ვაგრძელებთ ბრძოლას და საზგადოება გამოიტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

შეგახსნებთ, რომ თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner