“კორონავირუსთან ბრძოლა იქნება კრიზისული და დიდი ტესტი ჩინეთისთვის,” – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ჩვენთვის ეს არის კრიზისი და დიდი ტესტიც. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ, არსებული სიტუაცია და ეპიდემიის პრევენციის მცდელობა კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჩინეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმ ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად, რაც ქვეყანას ვირუსის დაწყებიდან დღემდე მიადგა.