24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ გუშინ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იმავე პირობებს ჭიათურის რეგიონის სხვა სოფლების მოსახლეობასაც სთავაზობს.
კერძოდ, კომპანიისგან შეთავაზებულია შემდეგი პირობები:
„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგია და მზად არის, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას ხელშეკრულებების პირობები ინდივიდუალურად გააცნოს და ის უმოკლეს ვადებში გააფორმოს.
იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციები, ასევე, საწარმოო პროცესის შეფერხება გაგრძელდება და „ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირება შეწყდება, ეს უდიდესი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონისთვის და კომპანიაში დასაქმებულთათვის.